ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტებთან ინტერნეტ გამოცემა “ქუთიაისიპოსტის” შეხვედრა გაიმართა

ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტებთან ინტერნეტ გამოცემა “ქუთიაისიპოსტის” შეხვედრა გაიმართა.

31 ოქტომბერს ინტერნეტ გამოცემამ “ქუთაისიპოსტი”  ქუთაისის უნივერსიტეტში შეხვედრა /დისკუსია გამართა მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე. 

შეხვედრას უძღვებოდა 2 სპიკერი, ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე და თეა ზიბზიბაძე. 

შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებდა კითხვა-პასუხის რეჟიმს. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებულ შეკითხვებსა და მოსაზრებებზე სპიკერებისგან  უკუკავშირი მიეღოთ.