ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ქუთაისის უნივერსიტეტს გერმანიის რწმენისა და მეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი ალექსანდრე ფინკი ეწვია

ქუთაისის უნივერსიტეტს გერმანიის რწმენისა და მეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი ალექსანდრე ფინკი ეწვია.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირის” მოწვევით საქართველოს გერმანიის რწმენისა და მეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი (Institut für Glaube und Wissenschaft, Marburg, Germany) განათლებით ფიზიკოსი და ბიოფიზიკოსი, დოქტორი ალექსანდრე ფინკი (Alexander Fink) ესტუმრა.

ქუთაისის უნივერსიტეტმა სტუდენტებს ადმინისტრაციულ და აკადემიური წრის წარმომადგენლებს საშუალება მისცა დასწრებოდნენ საჯარო ლექციას თემაზე: "შეუძლია თუ არა მეცნიერს იყოს მორწმუნე (ქრისტიანი)".

ლექცია ეხებოდა იმ ძირითად თეორიებს და შეხედულებებს სამყაროს შექმნისა და არსებობის შესახებ, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში დისკუსიის საგანია თეოლოგებს და მეცნიერებს შორის.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მომხსენებლისთვის დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.