ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

16 დეკემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში ოლიმპიადა “განათლება ქმნის მომავალს” გაიმართა

16 დეკემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში ოლიმპიადა “განათლება ქმნის მომავალს” გაიმართა.

16 დეკემბერს “ევროპის უნივერსიტეტის” ორგანიზებით, ქუთაისის უნივერსიტეტში მე-12 კლასელებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში ოლიმპიადა “განათლება ქმნის მომავალს” გაიმართა.

ოლიმპიადა ერთდროულად ორ ლოკაციაზე: თბილისში, “ევროპის უნივერსიტეტში” და ქუთაისში, “ქუთაისის უნივერსიტეტში” ჩატარდა. 

ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის დეკანმა, თეონა გრიგოლაშვილმა აბიტურიენტებსა და მშობლებს უნივერსიტეტის ინსტიტუციონალური და აკადემიური მხარეების შესახებ ესაუბრა.

ოლიმპიადის მიზანია მოსწავლეებში განათლების როლის პოპულარიზება და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება.