ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ქუთაისის უნივერსიტეტი საკუთარ სტუდენტებს ონლაინ ლექციებისთვის საჭირო ტექნიკით უზრუნველყოფს.

ქუთაისის უნივერსიტეტში დისტანციური სწავლება შეუფერხებლად მიმდინარეობს როგორც ტექნიკური, ისე აკადემიური თვალსაზრისით. ერთადერთი პრობლემა, რაც სტუდენტს შეიძლება ჰქონდეს, საჭირო ტექნოლოგიის არქონაა.

ჩვენთვის გუნდის თითოეული წევრი მნიშვნელოვანია, მათზე ზრუნვა და მაქსიმალური მხარდაჭერა ჩვენი პრიორიტეტია. განათლების ხელმისაწვდომობა კი ქუთაისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
ამ ყველაფრის ფონზე მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება:

ჩვენს სტუდენტებსა და ლექტორებს, რომლებისთვისაც ტექნოლოგიის არქონის გამო ონლაინ ლექციებზე დასწრება/ჩატარება გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული, უნივერსიტეტი პლანშეტებითა და კომპიუტერებით უზრუნველყოფს.

ვფიქრობთ, ეს დიდი შეღავათია იმ ლექტორებისთვის, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ონლაინ ლექციების ჩასატარებლად უნივერსიტეტში სიარული უწევდათ. მადლობა მათ ასეთ რთულ დროს პროფესიული საქმიანობის შეუფერხებლად შესრულებისთვის.

მსგავსი საჭიროების შემთხვევაში, შეავსეთ ფორმა და უმოკლეს ვადაში დაგიკავშირდებით http://bit.ly/3b3rUEj