ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკა დისტანციურად მუშაობს

ქუთაისის უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკა დისტანციურად მუშაობს

ქვეყანაში შექმნილი დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, ქუთაისის უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკა ფუნქციონირებას აგრძელებს, თუმცა ამჯერად ონლაინ სივრცეში. ჩვენი იურისტები საჭირო მომსახურებას უმოკლეს დროში გაგიწევენ.

ჩვენ გთავაზობთ:
· უფასო იურიდიულ მომსახურეობას;
ვის შეუძლია იურიდიული მომსახურეობის მიღება?
· საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ფიზიკურ პირს;
· საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნებისმიერ იურიდიულ პირს;

საქმეთა კატეგორია:
· სამოქალაქო სამართალი;
· შრომითი სამართალი;
· ადმინისტრაციული სამართალი;
· საბანკო სამართალი;
· სამშენებლო სამართალი;
· სამედიცინო სამართალი;
იურიდიული მომსახურეობა მოიცავს:
· უფასო იურიდიულ კონსულტაცია (ზეპირი ან წერილობითი ფორმით);
· განცხადების,საჩივრის, შუამდგომლობის სარჩელის/შესაგებლის,
ხელშეკრულების ან სხვა სახის იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება;
· უფასო წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში;
· წარმომადგენლობა საარბიტრაჟო განხილვასა და მედიაციაში;

იურიდიული კლინიკის მიზანი:
ქუთაისის უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკა, რომელიც 2020 წელს დაარსდა, მიზნად ისახავს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში უფასო იურიდიული მომსახურების გაწევას ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის, წარმომადგენლობა იმერეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

·ტელეფონი: 577 64 84 00
საკონტაქტო პირი: იურიდიული კლინიკის კოორდინატორი - თამარ ამაღლობელი.

Email: [email protected]