ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

არის თუ არა 5G სახიფათო ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

სტატია მიმოიხილავს შემდეგ 5 ფაქტორს

1. რით განსხავდება  5G მობილური/უსადენო კავშირი წინა (4G, 3G ... ) მსგავსი ტექნოლოგიისგან;

2. რა შესაძლო ეფექტები აქვს  5G-ს ჯანმრთელობაზე;

3.  რა ფიზიკური ზემოქმედება აქვს  5G-ს ორგანიზმზე;

4. როგორია მსოფლიოში მიღემული  5G-ს ზემოქმედების ნორმები;

5. შეჯამება  -  არის თუ არა 5G სახიფათო ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

სტატია ეფუძნება IEEE-ს (Institute of Electrical and Electronics Engineers, ieee.org) ,   რომელიც არის მსოფლიოში უდიდესი ტექნიკური პროფესიონალური ორგანიზაცია [1], BBC-ს კველევას [2] და ასევე სხვა მსგავს გამოკვლევებს. ჩვენ განვიხილავთ ანტენისა და ტელეკომუნიკაციების ექსპერტების დასკვნებს რადიო სიხშირის ზემოქმედებასთან დაკავშირებით.

მრავალი მოქალაქეები სხვადასხვა ქვეყნიდან აპროტესტებენ 5G უკაბელო სადგურის დამონტაჟებას იმის გამო, რომ შეშფოთებულნი არიან ამ ქსელური კვანძების შესაძლო მავნე ზეგავლენით ადამიანებზე, ცხოველებზე და მცენარეებზე. ისინი მიუთითებენ რადიო სიხშირის (RF) გამოსხივების პოტენციურ საშიშროებაზე. მოქალაქეები ასახელებენ სამეცნიერო მტკიცებულებების ნაკლებობას  რომ 5G სიგნალი, კერძოდ, ელექტრომაგნიტური სპექტრის მილიმეტრიანი ტალღის რეგიონში  უსაფრთხოა.

1. რით განსხავდება  5G მობილური/უსადენო კავშირი წინა (4G, 3G ... ) მსგავსი ტექნოლოგიისგან;

 დღევანდელი მობილური მოწყობილობები (4G, 3G ... ) ფუნქციონირებს 6 გიგაჰერცზე ნაკლები სიხშირით, ხოლო 5G გამოიყენებს სიხშირეებს 0.6 გიგაჰერცზე და ზემოთ, მათ შორის მილიმეტრიან ტალღის ზოლებს 30 გიგაჰერციდან 300 გიგაჰერცამდე.

ანუ 5G იყენებს უფრო მაღალი სიხშირის ტალღებს, ვიდრე ადრინდელი მობილური ქსელები, რაც საშუალებას აძლევს ერთდროულად  მეტ მოწყობილობასთან ჰქონდეს ინტერნეტ-კავშირი და უფრო დიდი სიჩქარით.

ეს ტალღები ​​უფრო მოკლე დისტანციებზე ვრცელდებიან და ამიტომ 5G ქსელები უფრო მეტ გადამცემ ანძს საჭიროებენ, ვიდრე წინა ტექნოლოგიები. შესაბამისად,  უფრო ახლო მანძილზე მდებარეობენ ერთმანეთისგან. აქედან გამომდინარე მათი გამოსხივების ინტენსივობა ნაკლებია, რაც მისი დადებითი თვისებაა.

IEEE მომავალი ქსელების ინიციატივის წევრები [3] 5G განვითარებისა და დანერგვას ხელს უწყობენ. 2019 წლის სექტემბერში ჯგუფმა გამოსცა მოკლე სტატია სახელწოდებით "5G საკომუნიკაციო სისტემები და რადიოსიხშირული ექსპოზიციის ლიმიტები" [4]. მოხსენებაში განხილულია RF ზემოქმედების არსებული სახელმძღვანელო მითითებები.

2. რა შესაძლო ეფექტები აქვს  5G-ს ჯანმრთელობაზე

2014 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ მობილური ტელეფონი ჯანმრთელობაზე უარყოფითად არ მოქმედებს. 
ამასთან, WHO ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაზიამ IARC-თან ერთად რადიოსიხშირის გამოსხივებას (რომელთა ნაწილი მობილური სიგნალებია), "შესაძლო კანცეროგენულის“ კლასიფიკაცია მიანიჭა. ბოსტნეულის წნილის მიღება და ტალკის ფხვნილის გამოყენება კლასიფიცირდება იმავე "შესაძლო კანცეროგენულის" კატეგორიაში. ალკოჰოლური სასმელები და დამუშავებული ხორცი კი უფრო მაღალ კატეგორიაშია, რადგან მტკიცებულებები მათ კანცეროგენულობაზე უფრო დასაბუთებულია.

ტოქსიკოლოგიის დასკვნაში, რომელიც გამოქვეყნდა 2018 წელს აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტმა [5] დადგინდა რომ მამრობითი სქესის ვირთხებში 900 მეგაჰერცის (0.9 გიგაჰერციზე) ხანგრძლივი რადიოგამოსხივება იწვევს გულის კიბოს. თუმცა მდედრობითი სქესის ვირთხებში მსგავსი კიბო არ განვითარდა. ასე, რომ ცალსახა კავშირი მობილური ტელეფონის სიხშირეებით დასხივებას და კიბოს წარმოქმნასთან არ დასტუდება[5].  

3.  რა ფიზიკური ზემოქმედება აქვს  5G-ს?

რადიოტალღების დიაპაზონი, რომელიც მობილური ტელეფონის ქსელებისთვის გამოიყენება  არამაინიზირებლია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას საკმარისი ენერგია არ აქვს დნმ-ს გასაშლელად და უჯრედების დაზიანებისა და მუტაციის გამოსაწვევად.

5G სიხშირეები მზის ულტრაიისფერ სხივებთან შედარებით გაცილებით მოკლეა. მზის სხივები კი  მაინიზირებულ  კატეგორიას მიეკუთვნებიან და შესაძლოა კანის კიბო გამომწვევ მიზეზად იქცეს. იხილე ნახაზი.  მაღალ-ენერგეტიკული გამოსხივების ზემოქმედებისთვის არსებობს მკაცრი ლიმიტები. მათ შორისაა : სამედიცინო რენტგენი და გამა სხივები, რამაც შეიძლება გამოიწვიონ ადამიანის სხეულში მავნე მაიონიზირებელი ზემოქმედება.


გარდა დნმ-ზე მაინიზირებელ ეფექტისა, ელექტრომაგნეტიურ გამოსხივებას აქვს კიდევ ‘მიკროტალღური გათბობის’ საფრთხე (როგორც მიკროტალღურ ღუმელში). მიღებული საერთაშორისო კლასიფიკაციით 5G სპექტრის ნაწილი მიკროტალღურ დიაპაზონში შედის. მიკროტალღური გამოსხივება წარმოქმნის სითბოს იმ ობიექტებში, რომლებშიც ვრცელდება. 5G (ან ნებისმიერი სხვა მიკროტალღური სიგნალი, რომელიც  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გვხვდება ) იმდენად მცირეა, რომ დღემდე სხეულის ტემპერატურის ზრდა არ არის დაფიქსირებული. თუმცა რადიოტალღების გადაჭარბებული ზემოქმედება ზოგადად იწვევს ადამიანის სხეულის მთელ გადახურებას საშიშ დონემდე. ადგილობრივმა ზემოქმედებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კანის ქსოვილს ან თვალის რქოვანას.

მნიშვნელობვანია რომ ფაქტობრივი ზემოქმედება და ადამიანის სხეულში შეღწევადობის სიღრმე უფრო ნაკლებია მაღალ სიხშირეებზე, ანუ რაც უფრო მაღალია ელექტრომაგნეტიკური ტალღების სიხშირე ისინი ნაკლებ სიღრმეზე აღწევენ და მილიმეტრიული სიგრძის ტალღები შთაინქმება მხოლოდ კანის ზედაპირზე.

4. როგორია მსოფლიოში მიღემული  5G-ს ზემოქმედების ნორმები?

არსებობს ორი საერთაშორისო დოკუმენტი [1], რომლებიც ადგინენ უსაფრთხო რადიოსიხშირის გამოსხიბის ექსპოზიციის ლიმიტებს. ეს არის 1. International Commission on Non-Ionizing Radiation Protection (ICNIRP), რომელიც 1998 წლიდან მოქმედებს. 2. The IEEE C95.1, “IEEE Standard for Safety Levels with Respect to Human Exposure to Electric, Magnetic, and Electromagnetic Fields”  რომლიც შეიმუშავა IEEE ელექტრომაგნიტური უსაფრთხოების საერთაშორისო კომიტეტმა და გამოვიდა 2005 წელს. IEEE C95.1 მოიცავს სპექტრს 3 კილოჰერციდან და 300 გჰც-მდე სხვადასხვა ექსპოზიციის ლიმიტებს.

წელს ICNIRP და IEEE სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც პერიოდულად განახლდება, კიდევ ერთხელ განახლდა. ადგილობრივი ექსპოზიციის საზღვრები (6 გჰც სიხშირეზე მეტი სიხშირეებისთვის) კიდევ უფრო მკაცრი (ანუ დასაშვები დონე დაბალი) გახდა. ბელგიამ, ინდოეთმა, რუსეთმა და სხვა ქვეყნებმა კიდევ უფრო შემზღუდავი ლიმიტები დააწესეს.

მობილური ქსელების კომპანიები უნდა ექვემდებარებოდნენ ზემოაღნიშნულ სტანდატებს.

5. ჯამში, არის თუ არა 5G სახიფათო ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

·         5G მობილური კავშირის სიხშირეები უფრო მაღალია წინა (4G, 3G ... ),  მსგავსი ტექნოლოგიისგან, შესაბამისად ისინი ნაკლებ სიღრმეზე შეაღწევენ სხეულში.

·         იმის გამო, რომ 5G -ის ანძები ერთმანეთისგან უფრო ახლო განლადება მათი გამოსხივების ინტენსივობა ნაკლებია  წინა (4G, 3G ... ) მსგავსი ტექნოლოგიისგან, რაც დადებითი ფაქტია.

·         თუ ICNIRP და IEEE C95.1 რადიოსიხშირის გამოსხივების ინტენსივობის სტანდატები დაცული იქნება, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ 5G სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.


სტატიის ავტორი:

დავით წიკლაური

ფილოსოფიის დოქტორი, ასტროფიზიკოსი;
ქუთაისის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი,
 ბიოფიზიკის და სამედიცინო ინფორმატიკის მიმართულებით;
Queen Mary-ს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ასტრონომიის და მათემატიკის მიმართულებით.


გამოყენებული წყაროები:
[1] Kathy Pretz, ‘Will 5G Be Bad for Our Health?
  IEEE antenna and telecommunications experts address concerns over radio frequency exposure’, Spectrum IEEE, 12 Nov 2019,
https://spectrum.ieee.org/news-from-around-ieee/the-institute/ieee-member-news/will-5g-be-bad-for-our-health

 [2] Reality Check team BBC News, ‘Does 5G pose health risks?’ 15 July 2019
https://www.bbc.co.uk/news/world-europe-48616174

[3] https://futurenetworks.ieee.org/
[4] Kenneth R. Foster, Sachiko Kodera, Akimasa Hirata, '5G Communications Systems and Radiofrequency Exposure Limits', IEEE Future Networks Tech Focus, Volume 3, Issue 2, September 2019,
https://futurenetworks.ieee.org/tech-focus/september-2019/5g-communications-systems-and-radiofrequency-exposure-limits
[5] https://ntp.niehs.nih.gov/whatwestudy/topics/cellphones/index.html