ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორებმა სამეცნიერო ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის, ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით ონლაინ პანელური დისკუსია გაიმართა, რომელსაც მოდერატორობას ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, გივი ბედიანაშვილი უწევდა. დისკუსიაში მონაწილეობდა ოცამდე წამყვანი მეცნიერი სხადასხვა უნივერსიტეტიდან. ქუთაისის უნივერსიტეტიდან სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდნენ პროფესორები ნიკოლოზ ჩიხლაძე და იოსებ არჩვაძე.