ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტში გარე მობილობით მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა განისაზღვრა

ქუთაისის უნივერსიტეტში გარე მობილობით მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა განისაზღვრა

2023-24 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში „ქუთაისის უნივერსიტეტი“ გარე მობილობით 66 სტუდენტს მიიღებს. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მობილობის ელექტრონულ პლატფორმაზე სტუდენტების რეგისტრაცია 2023 წლის 21 აგვისტოდან დაიწყება და 7 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

“ქუთაისის უნივერსიტეტში” პროგრამების მიხედვით ვაკანტური ადგილების რაოდენობა, სწავლის საფასური და მისაღები სასწავლო სემესტრები განისაზღრვა.

1. სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი:

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა - 20 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური 2250 ლარი, მობილობა გამოცხადებულია I, III, V VII, სემესტრზე. 

ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური 2250 ლარი, მობილობა გამოცხადებულია I, III, V და VII, სემესტრზე.

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა - 10 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური 2250 ლარი, მობილობა გამოცხადებულია I, III, V და VII სემესტრზე.

სამართლის საბაკალავრო პროგრამა - 20 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური 2250 ლარი, მობილობა გამოცხადებულია I და III სემესტრზე.

2. სამაგისტრო პროგრამა:

ფინანსების სამაგისტრო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური 2250 ლარი, მობილობა გამოცხადებულია I და III სემესტრზე. 

საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის სამაგისტრო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური 2250 ლარი, მობილობა გამოცხადებულია I და III სემესტრზე. 

3. სადოქტორო პროგრამა: 

ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა - 1 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური 2250 ლარი, მობილობა გამოცხადებულია I, III და V სემესტრზე. 

21 აგვისტოდან მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გამოიყენეთ

ბმული: https://students.emis.ge/


2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

1. მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

ა) დოკუმენტების მიღება 2023 წლის 11 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით;

ბ)სტუდენტთა კრედიტების აღიარება 2023 წლის 15 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით; 

გ)სტუდენტთა ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება 2023 წლის 19 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით;

დ) მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვროს: 2023 წლის 20 სექტემბრიდან - 2023 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით.

სტუდენტმა   ქუთაისის უნივერსიტეტს უნდა მიმართოს  განცხადებით და წარუდგინოს პირადი საქმის ასლები უნივერსიტეტში (მისამართზე, ქუთაისი, წერეთლის ქუჩა #13) ან შეავსოს განცხადება ონლაინ (იხილეთ განცხადების ფორმა დანართი  №1). ონლაინ რეჟიმში განცხადების შევსების დროს, განცხადების ფორმა უნდა ამოიბეჭდოს, შეივსოს, დაისვას ხელმოწერა, დასკანერდეს (ან გადაუღეთ ფოტო) და წარმოსადგენ დოკუმენტაციასთან ერთად ატვირთეთ  ელექტრონულ მისამართზე   [email protected]

სტუდენტების ინფორმირება  აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის დადასტურება მოხდება უნივერსიტეტში ან ონლაინ (იხილეთ თანხმობის/უარის ფორმა თანდართული ფაილის სახით) უნივერსიტეტის წარმომადგენელთან კონსულტაციის  შემდგომ.


2. წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

2.1. საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე:

ა) განცხადება (ივსება როგორც უნივერსიტეტში,ასევე შესაძლებელია ონლაინ)

ბ)პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;

გ)სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);

დ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ბაკალავრიატში), ბაკალავრის დიპლომის ასლი, ინფორმაცია სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის შესახებ (მაგისტრატურაში) მაგისტრის დიპლომის ასლი (დოქტორანტურაში);

ე)სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის);

ვ)სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის/აქტების (ჩარიცხვის ბრძანება), სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვა) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);

ზ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის ასლი (ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისათვის);

თ) ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისათვის კანონმდებლობის შესაბამისად სწავლების უფლების მინიჭებაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების ასლი;

2.2. მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი, რომელმაც გამომშვებ უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე, ექვემდებარება ქართული ენის დონის განსაზღვრას, რათა დადასტურდეს პირის მიერ პროგრამის შესაბამისი სწავლის შედეგისათვის საჭირო ენობრივი კომპეტენცია. აღნიშნული პირობის დადგომის შემთხვევაში რექტორის სამართლებრივი აქტით შეიქმნება შესაბამისი კომისია და განისაზღვრება გამოცდის ჩატარების დღე.

2.3 ჩარიცხვის შემდეგ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

ა)სტუდენტის სასწავლო ბარათი (დედანი);

ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი( ბაკალავრიატში), ბაკალავრის დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (მაგისტრატურაში), მაგისტრის დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (დოქტორანტურაში)

გ),,სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ“ ბრძანებიდან ამონაწერი (გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან).

დ) 1 ფოტოსურათი 3X4 CD დისკთან ერთად.

მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით:

ტელ: +995 (431) 23 79 79

ელ-ფოსტა: [email protected]

 

მიმაგრებული ფაილები:

თანხმობის ბარათი - https://urlis.net/65qrbnuw

მობილობის განცხადებაhttps://urlis.net/w5ipi6cw

რექტორის ბრძანება - https://urlis.net/pvrf4952

 


ბოლო სიახლეები