ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არსებული დავალიანებები გაუნულდებათ

ქუთაისის უნივერსიტეტის სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არსებული დავალიანებები გაუნულდებათ

ქუთაისის უნივერსიტეტის სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არსებული დავალიანებები გაუნულდებათ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ 30 000-მდე სტუდენტს, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში არსებული დავალიანებები გაუნულდებათ.

ქუთაისის უნივერსიტეტი აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2023-2024 წლის შემოდგომის სემესტრიდან სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, განაცხადით მომართვისა და მიმდინარე სასწავლო წლის საფასურის გადახდის შემთხვევაში, ფინანსური დავალიანების განულების და სასწავლო პროცესში შეუფერხებლად ჩართვის შესაძლებლობას სთავაზობს.

განათლების მინისტრის გიორგი ამილახვარის განცხადებით, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც მათ შესაბამის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.


ბოლო სიახლეები