ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

„ქუთაისის უნივერსიტეტსა“ და „ პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემიას” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„ქუთაისის უნივერსიტეტსა“ და „ პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემიას” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„ქუთაისის უნივერსიტეტსა“ და “პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემიას” (უკრაინა) შორის ურთიერთობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ძირითადი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების დიზაინის და სტუდენტების აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობის ისახავს მიზნად.

“პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემია” დაარსდა 1989 წელს, როგორც კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულება. აკადემია მოიცავს “საპრეზიდენტო უნივერსიტეტს” (კიევი), „უკრაინის უნივერსიტეტსა“ (40-ზე მეტი ინსტიტუტი, ფილიალი და შვილობილი კომპანია უკრაინის ყველა რეგიონში) და „საერთაშორისო ღია უნივერსიტეტს.“

აღსანიშნავია, რომ „პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემია“ შედის უმაღლესი განათლების მსოფლიო მონაცემთა ბაზაში, რომელსაც რეგულარულად აქვეყნებს „უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია“ იუნესკოს ეგიდით.


ბოლო სიახლეები