ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

"ქუთაისის უნივერსიტეტსა" და "კოლეჯიუმ ჩივიტასს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ქუთაისის უნივერსიტეტსა" და "კოლეჯიუმ ჩივიტასს" (პოლონეთი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

"კოლეჯიუმ ჩივიტასი" 1997 წელს პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის (PAN) ეგიდით დაარსდა და  მტკიცედ დაეყრდნო აკადემიის ხუთი ინსტიტუტის სწავლებისა და კვლევით ტრადიციებს. "კოლეჯიუმ ჩივიტასი" საგანმანათლებლო პროგრამებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე ახორციელებს და თორმეტ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს აერთიანებს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ "კოლეჯიუმ ჩივიტასი" ერთ-ერთი ლიდერთაგანია   „Perspektywy“ რეიტინგის ისეთ კატეგორიებში, როგორებიცაა „საზოგადოებრივი აზრით საუკეთესო უნივერსიტეტი“, „ინტერნაციონალიზაცია“ და „პრესტიჟი.“

 


ბოლო სიახლეები