ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტში ერასმუს + ჟან მონეს მოდულის ზამთრის სკოლა

ქუთაისის უნივერსიტეტში ერასმუს + ჟან მონეს მოდულის ზამთრის სკოლა "ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის“ დასრულდა

ქუთაისის უნივერსიტეტში ერასმუს + ჟან მონეს მოდულის ზამთრის სკოლა "ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის“ დასრულდა.

ჟან მონეს პროგრამა მიზნად ისახავს ევროინტეგრაციის პროცესების შესახებ ცოდნის გაფართოებას სწავლების, კვლევებისა და დებატების მეშვეობით თემებზე, რომლებიც უკავშირდება ევროკავშირის ისტორიას, პოლიტიკას, ეკონომიკას და კანონმდებლობას, აგრეთვე ევროკავშირის მსოფლიოს სხვა რეგიონებთან ურთიერთობებს. პროგრამის ძირითადი ამოცანაა ევროპული განზომილების ჩართულობა უმაღლესი განათლების სისტემაში.

პროგრამის საქმიანობა ვრცელდება 78 ქვეყანაში, ხოლო საგანმანათლებლო ქსელი მოიცავს 800 უნივერსიტეტზე მეტს. 2013 წლიდან ჟან მონეს პროგრამა ინტეგრირებულია Erasmus+ პროგრამაში.

კონკურსში ქუთაისის უნივერსიტეტის, ბიზნესის, ეკონომიკის, სამართლის, სხვა უნივერსიტეტების საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტები, ასევე საქართველოს სკოლის დამამთავრებელი კლასის (XI-XII) მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ზამთრის სკოლის მონაწილეებისთვის სესიებს ქუთაისის უნივერსიტეტის და შვედეთის გოტერბორგის უნივერსიტეტის პროფესორები უძღვებოდნენ.

ყველა მონაწილეს, კურსის წარმატებით გავლის შემდეგ ორენოვანი სერტიფიკატი გადაეცა.

ზამთრის სკოლის გამორჩეულ მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოდულით გათვალისწინებული ახალი პროექტის მომზადებასა და მათ წარდგენაში მიეღოთ მონაწილეობა.

ზამთრის სკოლის ყველა მონაწილეს შეუძლია ჩაერთოს "ქუთაისის უნივერსიტეტის" ჟან მონეს აქტივობების სხვა ღონისძიებებში, შეხვდეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებში.


ბოლო სიახლეები