ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტი მათემატიკის საერთაშორისო დღის მსოფლიო რუკაზე

ქუთაისის უნივერსიტეტი მათემატიკის საერთაშორისო დღის მსოფლიო რუკაზე

ქუთაისის უნივერსიტეტი საქართველოს ერთადერთი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ამსახველ მსოფლიო რუკაზე იქნა დატანილი (https://www.idm314.org/). 

რუკაზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის 600-ზე მეტი ღონისძიებაა აღნიშნული. 

მათემატიკის საერთაშორისო დღე იუნესკოს მე-40 სესიის გადაწყვეტილებით 14 მარტს აღინიშნება, რაც რიცხვ პი-ს (3,14) უკავშირდება. ამ დღის აღსანიშნავად ქუთაისის უნივერსიტეტში მათემატიკური სამეცნიერო სლემი გაიმართება.

მათემატიკის საერთაშორისო დღის პროექტს მსოფლიოს მრავალი საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით, საერთაშორისო მათემატიკური კავშირი ხელმძღვანელობს. 

მათემატიკის საერთაშორისო დღე არის შესაძლებლობა მათემატიკისა და მათემატიკური განათლების მნიშვნელობის აღიარების მეცნიერულ და ტექნოლოგიურ მიღწევებში, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და გაეროს 2030 წლის დღის წესრიგის (SDG1-17) მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.


ბოლო სიახლეები