ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტში მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი

ქუთაისის უნივერსიტეტში მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი "მათემატიკური სამეცნიერო სლემი" გაიმართა

14 მარტს ქუთაისის უნივერსიტეტში მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი “მათემატიკური სამეცნიერო სლემი” გაიმართა.

იუნესკოს მე-40 სესიის გადაწყვეტილებით, 14 მარტს მათემატიკის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რაც რიცხვ პი-ს (3,14) უკავშირდება. 

სამეცნიერო სლემი წარმოადგენს სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის, სამეცნიერო კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმას, სადაც მეცნიერები არა სპეციალისტებისთვის თანამედროვეობის მთავარ და მნიშვნელოვან სამეცნიერო იდეებზე, მათ შორის საკუთარ სამეცნიერო კვლევებზე საუბრობენ.

მათემატიკის საერთაშორისო დღის პროექტს მსოფლიოს მრავალი საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით, საერთაშორისო მათემატიკური კავშირი ხელმძღვანელობს.

ქუთაისის უნივერსიტეტი საქართველოს ერთადერთი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ამსახველ მსოფლიო რუკაზე იქნა დატანილი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების 1400-ზე მეტი ღონისძიებაა ასახული.

ღონისძიებაზე ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორმა, ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა მიხეილ გაგოშიძემ, ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა,  ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გოჩა უგულავამ,  ევროპის უნივერსიტეტის აფილირებულმა ასოცირებულმა პროფესორმა ბესიკ ტაბატაძემ მათემატიკის ისტორიულ გზაზე, ამ მეცნიერების საინტერესო საკითხებზე, თანამედროვე კვლევებისა და პრობლემების თაობაზე ისაუბრეს.

ღონისძიებას ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალი, სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ.

სლემი „ქუთაისის უნივერსიტეტის“ და  ა(ა)იპ „მათემატიკოსის“ მიერ იყო ორგანიზებული.


ბოლო სიახლეები