ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტი

ქუთაისის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტი "ერაზმუს+" მობილობის პროგრამის ფარგლებში სლოვაკეთში, კომენსკის უნივერსიტეტში იმყოფებოდა

ქუთაისის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტი ანა მეძმარიაშვილი "ერაზმუს+" საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში სლოვაკეთში, კომენსკის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, მას შესაძლებლობა მიეცა წაეკითხა ლექცია დისკრიმინაციის შესახებ შრომის კანონმდებლობაში და მონაწილეობა მიეღო საგანმანათლებლო დისკუსიებში შრომის სამართლისა და სოციალური უზრუნველყოფის სამართლის დეპარტამენტის წევრებთან პავოლ რაკთან და ლენკა ფრილთან.

ანა მეძმარიაშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „სამართლის ეტაპები ცენტრალურ ევროპაში 2024“, სადაც წარადგინა კვლევა „ასოცირების შეთანხმების გავლენა საქართველოს კანონმდებლობაზე ქალთა შრომითი უფლებების გაძლიერების კუთხით“. 

“უზომოდ მადლობელი ვარ ჩემი კოლეგების მხარდაჭერისთვის და ჩემი ვიზიტის დროს მიღებული ფასდაუდებელი გამოცდილებისთვის. დიდი მადლობა ქუთაისის უნივერსიტეტს უნიკალური შესაძლებლობისთვის!”, - აცხადებს ანა მეძმარიაშვილი.

ქუთაისის უნივერსიტეტი ურთიერთგაგების მემორანდუმების ფარგლებში 21 ქვეყნის 61 უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.


ბოლო სიახლეები