ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

გაიხსნა ქუთაისის უნივერსიტეტის მუზეუმი

 

4 ნოემბერს უნივერსიტეტში გაიხსნა ქუთაისის უნივერსიტეტის მუზეუმი. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი მხოლოდ 20 წლისაა, უკვე საკმაო მასალა და ნივთები დაგროვდა იმისათვის, რომ გვეფიქრა მუზეუმის შექმნა, რათა აქ მოსულ სტუდენტებსა და სტუმრებს წარმოდგენა შეექმნას, თუ როგორი ტრადიციებისა და წარსულის მქონე სასწავლო დაწესებულებაში მოვიდა.

მუზეუმი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის ქალბატონ ნინო ხაზარაძის და ისტორიკოს ბატონ დავით ბერძენიშვილის მიერ. სტუმართა შორის იყვნენ წარმომადგენლები ქუთაისის თითქმის ყველა მუზეუმიდან, სამხატვრო გალერეიდან, მერიის კულტურის სამსახურიდან, რესურსცენტრიდან; აგრეთვე სკოლის დირექტორები, პედაგოგები, სტუდენტები და მათი მშობლები.

სტუმართა შორის აგრეთვე იმყოფებოდნენ უნივერსიტეტის დამაარსებლების ბატონ ვალერიან ქელბაქიანისა და ბატონ რევაზ ლაღიძის მეგობრები და თანამედროვენი, რომლებმაც დიდი სითბოთი და სიყვარულით გაიხსენეს ეს ორი ადამიანი. მოიგონეს ის რთული დრო და პერიოდი, როცა საძირკველი ეყრებოდა მაშინდელ ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტს.

მუზეუმის გახსნის დღეს გაფორმდა ორი მემორანდუმი : პრივატ ბანკთან და გამომცემლობა „ ხომლთან“.

 

{Gallery dir='news/08-11-2011'}


ბოლო სიახლეები