ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

კიდევ ერთი მემორანდუმი

კიდევ ერთი მემორანდუმი

ქუთაისის უნივერსიტეტმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთობის დამყარებისა და განვითარების მიზნით, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის სფეროში.

მემორანდუმი ითვალისწინებს:

ერთობლივი სამეცნიერო კვლევების, პუბლიკაციებისა და სამეცნიერო ღონისძიებების, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ურთიერთგაცვლითი პროგრამების შემუშავება-განხორციელებას.

საბიბლიოთეკო ფონდების ურთიერთსარგებლობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისა და პუბლიკაციების წარმოებას.

ერთობლივი აკადემიური საქმიანობა კი მოიცავს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და რეალიზებას.

მემორანდუმი დაიდო განუსაზღვრელი ვადით, რომლის შეწყვეტა შესაძლებელია მხარეთა მოლაპარაკების გზით.


ბოლო სიახლეები