ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ნიკოლოზობის დღესასწაული მოხუცებთან ერთად

19 დეკემბერს უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს მოხუცთა თავშესაფარში.

სტუდენტებმა ოჯახურ მზრუნველობასმოკლებულ მოხუცებს საჩუქრად ტკბილეული და საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკა მიუტანეს. აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ ახალგაზრდებმა აქციისთვის საჭირო თანხა თავად მოიპოვეს: რამდენიმე დღით ადრე მათ დისკოთეკა მოაწყვეს და შემოსული თანხით შეძენილი მცირე ნობათით მოხუცები და უნარშეზღუდული ადამიანები გაახარეს.

უნივერსიტეტის რექტორმა მთელი რექტორატის სახელით მოხუცებს უნივერსიტეტის დროშითა და ლოგოს გამოსახულებით დამშვენებული

ულამაზესი  ტორტი მიართვა. მაგრამ  ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი გახლდათ ერთობლივი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც სტუმრები, ასევე მასპინძლები.

ნიკოლოზობის ბრწყინვალე დღესასწაული ალბათ დიდხანს ემახსოვრებათ, როგორც მოხუცებს, ასევე უნივერსიტეტის სტუდენტებს.

{Gallery dir='news/20-12-2011'}

 


ბოლო სიახლეები