ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ქუ-ს სადისერტაციო საბჭოს სხდომა

მიმდინარე წლის 5 ნოემბერს გაიმართა ქუთაისის უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომა. ეს იყო აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის შემდეგ პირველი სხდომა, რომელიც გახსნა საბჭოს თავმჯდომარემ, სრ. პროფესორმა ნიკოლოზ ჩიხლაძემ. სხდომამ ცნო საკუთარი უფელბამოსილება და იგი ფაქტობრივად მიეძღვნა ქუთაისის უნივერსიტეტის დოქტორანტთა სასემინარო მოსმენას, რომელიც სადოქტორო პროგრამის კომპონენტით არის გათვალისწინებული.

სხდომას ესწრებოდნენ: სრული პროფესორები: იაკობ მესხია, ნიკოლოზ ჩიხლაძე, ლელა ქელბაქიანი

ასოცირებული პროფესორები: აკაკი ბაკურაძე, ნაირა ვირსალაძე, ხათუნა შალამბერიძე, კახაბერ გაბელაშვილი, გოდერძი შანიძე, ნინო ხაზარაძე, სერგო სვანაძე, გურამ უფლისაშვილი.

ასისტენტ პროფესორები: თეა ვალიშვილი, მავლინა ყიფიანი, ნუნუ ქიქოძე, აზა იფშირაძე.

მოსმენილ იქმა დოქტორანტების: აზა იფშირაძის, ტიტე აროშიძის და მავლინა ყიფიანის მიერ გაწეული მუშაობა სადოქტორო დისერტაციის შესრულებასთან დაკავშირებით.

შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვეს პროფესორებმა: იაკობ მესხიამ, ნიკოლოზ ჩიხლაძემ, ნაირა ვირსალაძემ, აკაკი ბაკურაძემ, ლელა ქელბაქიანმა.

დოქტორამტებმა უპასუხეს საბჭოს წევრთა შეკითხვებს. მიმდინარე ეტაპზე დოქტორანტთა მუშაობა ჩაითვალა დამაკმაყოფილებლად.

{Gallery dir='news/11-11-2010'}

ბოლო სიახლეები