ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

საერთაშორისო განათლების ცენტრი

 

საერთაშორისო განათლების ცენტრი  და ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში  AUBG აცხადებს კონკურს ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ დაწესებული სტიპენდიის მოსაპოვებლად 2013/2014 სასწავლო წლისათვის შემდეგ საბაკალავრო  პროგრამებზე:

ბიზნეს ადმინისტრაცია

ეკონომიკა

კომპიუტერული მეცნიერებები

ევროპული პოლიტიკა

ისტორია და ცივილიზაციები

ინფორმაციული სისტემები

ჟურნალისტიკა / მასობრივი კომუნიკაციები

პოლიტიკური მეცნიერება / საერთაშორისო ურთიერთობები

მათემატიკა

ამერიკათმცოდნეობა

 

უნივერსიტეტში სწავლა ოთხწლიანია. SAT -ის ტესტში უმაღლესი შეფასების მიღების შემთხვევაში ბულგარეთის ამერიკული ინსტიტუტი აბიტურიენტებს სთავაზობს როგორც სწავლის ღირებულების სრულ დაფინანსებას (საპრეზიდენტო სტიპენდია), ასევე ნაწილობრივ ფინანსურ დახმარებას.

 

ღია საზოგადოების ინსტიტუტის სრული სტიპენდია ფარავს სწავლის ღირებულების მხოლოდ 67 %-ს. სტუდენტს გადასახდელი ექნება სწავლის ღირებულების დარჩენილი თანხა, ცხოვრებისა და სტუდენტური აქტივობისათვის განკუთვნილი თანხა, ვიზის, მგზავრობის, კვების, წიგნების, ჯანმრთელობის დაზღვევისა და ბულგარეთში დროებით ცხოვრების უფლების ღირებულება.

 

ნაწილობრივი ფინანსური დახმარების ოდენობა კი დამოკიდებული იქნება აპლიკანტთა აკადემიურ მოსწრებასა და მათი ოჯახების ეკონომიურ მდგომარე-ობაზე.

 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველები უნდა სწავლობდნენ საშუალო სკოლის დამამთავრებელ კლასში ან იყვნენ აბიტურიენტები. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პირველი კურსის სტუდენტებსაც. უნივერსიტეტში სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. მიღება იწარმოებს კონკურსის საფუძველზე.

 

აბიტურიენტები აბარებენ TOEFL–სა და SAT-ს  ტესტებს.

 

ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის საგანაცხადო ფორმა შეგიძლიათ მოიპოვოთ ჩვენი ცენტრისა და უნივერსიტეტის  ვებ გვერდზე:   www.aubg.bg

 

ონ-ლაინ საგანაცხადო ფორმის გაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 14 დეკემბერი.

 

საჭირო საბუთებისა და ფინანსური დახმარების მოსაპოვებელი საგანაცხადო ფორმის გაგზავნის  ბოლო ვადაა 2013 წლის 20 თებერვალი.

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ მოგვმართოთ  შემდეგ მისამართზე: საერთაშორისო განათლების ცენტრი

ჭოველიძის ქუჩა 10, (ბელინსკის );

ტელ: (+995 32) 25 26 15

ვებ-გვერდი: www.cie.ge

ჯგუფური კონსულტაციები ჩატარდება ყოველ სამშაბათს  15:00 საათზე


ბოლო სიახლეები