ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

საერთაშორისო განათლების ცენტრი

 

კემბრიჯის უნივერსიტეტის კოლეჯების სამეცნიერო პროექტი 2013

 

კემბრიჯის უნივერსიტეტი ღია საზოგადოების ფონდებთან ერთად იწვევს ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპის და ყოფილი საბჭოთა კავშირის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს კემბრიჯის უნივერსიტეტის კოლეჯების სამეცნიერო პროექტში მონაწილეობის მისაღებად.

 

საერთაშორისო განათლების ცენტრი გთავაზობთ სტაჟირებას კემბრიჯის უნივერსიტეტის ერთ-ერთ კოლეჯში ერთი თვის ვადით ძირითადად ზაფხულის პერიოდში (ივლისი-სექტემბერი).

 

პროგრამის მონაწილეები, როგორც წესი, უნდა იყვნენ უნივერსიტეტის პედაგოგები ან კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლები, რომელთაც აქვთ დოქტორის ხარისხი ან ექვივალენტური სტატუსი და სურთ იმუშავონ კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში და კონსულტაციები მიიღონ და სამეცნიერო და აკადემიური კავშირები დაამყარონ იქაურ სპეციალიტებთან კემბრიჯის უნივერსიტეტში არსებულ ნებისმიერ დარგში.

 

უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვინც მუშაობს ისეთ სპეციფიურ პროექტზე, როგორიც არის წიგნი ან ახალი სალექციო კურსი და ასევე მათ, ვისაც არ ჰქონია უცხოეთში სწავლის შესაძლებლობა.

 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველები კარგად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას.

 

ის აპლიკანტები, რომლებიც ორ თვეზე მეტი ვადით ნამყოფნი არიან ან გეგმავენ გამგზავრებას უცხოეთში 2012 წლის 1 აპრილიდან კემბრიჯში გამგზავრების სავარაუდო თარიღამდე, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან. ასევე არ დაიშვებიან ის აპლიკანტები, რომლებმაც წინა წლებში ისარგებლეს ამ გრანტით.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2012 წლსი 10 დეკემბერი.

 

დამატებითი ინფორმაცია კემბრიჯის  უნივერსიტეტების დეპარტამენტებისა და ფაკულტეტების შესახებ შეგიძლიათ შეიტყოთ კემბრიჯის უნივერსიტეტის ვებგვერდზე http://www.cam.ac.uk

საგანაცხადო ფორმისა და აპლიკანტებისათვის საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად შეგიძლიათ მობრძანდეთ საერთაშორისო განათლების ცენტრში შემდეგ მისამართზე: ჭოველიძის ქ. 10, ტელ. (+995 32)252615

 

ჯგუფური კონსულტაციები ჩატარდება ყოველ სამშაბათს 14:00 საათზე.

 

თანდართულ დოკუმენტში იხილეთ შემდეგი ინფორმაცია:

  • საგანაცხადო ფორმა
  • ინფორმაცია აპლიკანტებისათვის
  • ინგლისური ენის ცოდნის თვითშეფასების ინსტრუქცია

 

ინფორმაციის წყარო:

http://www.hr.ge/ViewVacancy.aspx?ID=59470

ბოლო სიახლეები