ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

სასტუმრო მომსახურებისა და მენეჯმენტის სასწავლო კურსი

 

ჩვენ ვამაყობთ, რომ წარმოვადგენთ კერძო მომსახურების შემსწავლელ საუკეთესო  და პირველ ბათლერ ინსტიტუტს საქართველოში, ასევე ვამაყობთ იმით, რომ მსოფლიოს რამდენიმე ყველაზე შეძლებული ოჯახი და ბიზნესი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და საკურორტო კომპლექსი მოგვმართავს თანამშრომელთა გასაწვრთნელად და დასაკომპლექტებლად.

 

GBA – არის YES AYS ორგანიზაციის ნაწილი

 

საქართველოს ბათლერთა აკადემია სიამაყით აცხადებს ბათლერ მომსახურებისა და სასტუმრო მენეჯმენტის სასწავლო კურსის დაწყებას, მოგვმართეთ, რათა დაიწყოთ თქვენი მოგზაურობა სტუმართმოყვარეობის სამყაროში.

 

გახდე ქართველი ბათლერი, ეს ნიშნავს, მიიღო სამუშაო ლიცენზია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო, მზარდ კარიერაში, „სტუმართმოყვარეობაში“ შესაღწევად.

 

დაიკავოთ ადგილი ერთ-ერთ საუკეთესო  სასტუმროში, კურორტზე, რესტორანში, საქართველოსა და მთელს მსოფლიოშიც.

 

გსურთ, გახდეთ პროფესიონალი მიმტანი, ადმინისტრატორი, მეურვე ან თუ უკვე მუშაობთ, გაქვთ კარგი შესაძლებლობა იმუშაოთ სხვაგან, საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ, გსურთ, დაწინაურდეთ კარიერაში იქ, სადაც მუშაობთ?

 

გსურთ ისწავლოთ და ამასთან იმუშაოთ?

 

ეს ადგილია, სადაც უნდა მიხვიდეთ - „GBA’’. რათა გახდეთ ერთ-ერთი საქართველოს ბათლერთა გუნდში.

 

ისწავლეთ და იმუშავეთ

 

GBA არის ადგილი, სადაც არა მხოლოდ ბევრ ახალს ისწავლით, არამედ სტუმართმომსახურების მეტ უნარს, მუშაობის თქვენს გზასაც გაიკვალავთ.

 

სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ თქვენ გახდებით „YES AYS-ის საქართველოს ბათლერთა გუნდის წევრი, სადაც გექნებათ დიდი შანსი საქართველოში „YES AYS-ის ღონისძიებებში მონაწილეობდეთ, აგრეთვე განახორციელოთ მენეჯმენტი ახალ სასტუმროებსა თუ რესტორნებში, ჩვენი ორგანიზაციის მიერ მოწყობილი მოგზაურობების დახმარებაში. ჩვენ მუდამ ვიმუშავებთ იმისთვისაც, რათა გამოვძებნოთ გზა თქვენთვის საქართველოში, მთელი მსოფლიოს ერთ--ერთ საუკეთესო სასტუმროსა თუ რესტორანში სამუშაოს დასაწყებად. თქვენ შეგეძლებათ აგრეთვე, ჩვენთან არასრული სამუშაო დღის გრაფიკით. სწავლის დაწყების დღიდანვე შეგიძლიათ მოაწეროთ ხელი თქვენს სამუშაო კონტრაქტს YESAYS -ის ორგანიზაციასთან!

 

სწავლა მოიცავს:

Hotel Management

Butler skills, Food & Beverage, Front Office

პრაქტიკა და მეურვეობა საქართველოს  ხუთვარსკვლავიან სასტუმროებსა და რესტორნებში.

 

სწავლა იქნება 8 კვირიანი. კურსი ჩატარდება ინგლისურსა და ქართულ ენაზე

 

ეს არის, აგრეთვე, კარგი შესაძლებლობა თქვენთვის, მიუხედავად იმისა, უკვე მუშაობთ, თუ გსურთ დაიწყოთ ახალი სამსახური, დახვეწოთ ინგლისურის ცოდნა, რაც უკიდურესად მოთხოვნადია დღევანდელი მსოფლიოს სტუმართმომსახურების სფეროში სამუშაოდ.

 

სერტიფიკატი

 

საქართველოს ბათლერთა აკადემიის საერთაშორისო სერტიფიკატით უზრუნველყოფა მოხდება სასწავლო წლის ბოლოს, ისევე, როგორც მიიღებთ  სერტიფიკატს იმ სასტუმროდან, სადაც გაივლით პრაქტიკულ წვრთნას.

 

თქვენი აზრით რამდენის გადახდა მოგიწევთ?

 

გთხოვთ, არ იფიქროთ იმაზე, თუ რამდენის გადახდამ შეიძლება მოგიწიოთ,რამეთუ ეს იმაზე ნაკლებია, რაც კი შეიძლება მოგივიდეთ აზრად. ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის მხარს დაგიჭერთ,რათა გქონდეთ, რაც შეიძლება მცირე გადასახადი,რადგან  მოგიწევთ მხოლოდ წვრთნის საფასურის გადახდა და ისიც არასრულად.

 

არა მხოლოდ ეს:

 

თუ თქვენ უმაღლესი სასწავლებლის ახლად კურსდამთავრებული ხართ, წვრთნა უფასო გექნებათ.

რას ელით?

 

მრავალი სასტუმრო და რესტორანი გელით თქვენ ახლა, ასე რომ, უმთავრესი, რაც უნდა გააკეთოთ  – დაწყებაა

 

GBA -თან ერთად დასაწყებად მხოლოდ ისაა საჭირო, რომ დათქვათ თარიღი და დრო  წინასწარი გასაუბრებისათვის!

 

მოგვაწოდეთ თქვენი CV  ფოტოსურათით ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] მოხარული ვიქნებით, წვრთნის დაწყებამდე, წინასწარი გასაუბრებისათვის მოგიწვიოთ ჩვენს ოფისში.

 

ნახეთ ჩვენი ვიდეო  -  https://vimeo.com/55342241

სიახლეების გასაცნობათ ჯერ მოგვიწონეთ გვერდი facebook-ზე https://www.facebook.com/Yesatyourservice

 

იმისათვის, რათა  გახდეთ პროფესიონალი (მიმტანი, ადმინისტრატორი, მეურვე) გჭირდებათ მხოლოდ გახდეთ ერთ-ერთი ქართველ ბათლერი.

 

დაიწყეთ ახლა !

 

ინფორმაციის წყარო:

http://www.hr.ge/ViewVacancy.aspx?ID=61635


ბოლო სიახლეები