ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

19 დეკემბერი-ნიკოლოზობის ბრწყინვალე დღესასწაული.

 

19  დეკემბერს უნივერსიტეტის სტუდენტებმა ნიკოლოზობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს მოხუცებს.

ნიკოლოზობის დღესასწაულზე მათთან სტუმრობა პირველი არ გახლდათ უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. მათ გასულ წელსაც მიულოცეს მოხუცებს ეს დღე.

წყალწითელას მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები მოხუცებისთვის ეს შეხვედრა ნამდვილად საზეიმო და სასიამოვნო  გახლდათ, რამეთუ სტუდენტებმა კონცერტი გამართეს და აჩვენეს მათი შემოქმედება.

მადლიერების ნიშნად მასპინძლებმა თბილი სიტყვები არ დაიშურეს და ღონისძიების დასასრულს მათაც წარმოადგინეს რამდენიმე ნომერი.

უნივერსიტეტის კულტურული ცენტრისა და თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული სტუმრობა მოხუცებთან მარტო სტუდენტური თვითშემოქმედების ჩვენებით არ შემოიფარგლებოდა: უნივერსიტეტის რექტორმა-ქალბატონმა ლელა ქელბაქიანმა საჩუქრები  და ტკბილეული გადასცა მოხუცებს.

{Gallery dir='news/20-12-2012'}


ბოლო სიახლეები