ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 80 წლისაა!

 

ერის მამა – საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელი ილია მეორე 80 წლისაა!

 

ჩვენი პატრიარქი თავიდანვე გამოგვირჩია უფალმა, რათა  ქართველი ერი უღმერთობის წყვდიადიდან გამოეყვანა, როგორც ბიბლიურმა მოსემ გამოიყვანა თავისი ხალხი აღთქმული ქვეყნიდან.

ეს წყვდიადი პატრიარქმა ღვთიური ნათლით შემოსა და მოგვიანებით „მზიანი ღამე“ უწოდა...

მესამედი საუკუნის წინ პატრიარქმა გაპარტახებული საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ჩაიბარა ხუთიოდე ეპარქიით და მცირერიცხოვანი მრევლით. ერის სულიერმა წინამძღოლმა მოუწოდა თანამოძმეთ: „ქართველნო ერთად ღვთისაკენ!“ და ღირსეულად გაუძღვა მათ სულიერების ლაბირინთებში.

დღეს კი ღვთის ნების და პატრიარქის ღვაწლის შედეგია ეკლესია–მონასტრების აღმშენებლობა და ბერ-მონაზვნური ცხოვრების აღორძინება, მტერთა შემორიგება და ერის ღვთისაკენ მოქცევა. ფასდაუდებელია პატრიარქის როლი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის შენარჩუნებასა და აღორძინებაში, ისტორიული ავტოკეფალიის აღიარებაში, რომელიც დაუღალავი ლოცვის, ათწლეულების მუხლჩაუხრელი შრომის და ბრძნული გადაწყვეტილებების შედეგია.

გიხაროდენ ქართველებო, რომ ასეთი პატრიარქი გვყავს და იმედია, უფლის წყალობით, დიდხანს გვეყოლება!

 


ბოლო სიახლეები