ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

განახლებული ბიბლიოთეკა

 

უნივერსიტეტში უკვე ორი კვირაა რაც დაიწყო საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების პირველი სემესტრის შემაჯამებელი გამოცდები. ამიტომაც კიდევ უფრო გააქტიურდა სტუდენტთა მობილიზება, ღელვა და მეცადინეობა.

ბიბლიოთეკა ყოველდღიურად სავსეა ახალგაზრდებით.  მათ მონდომებასა და შემართებას კიდევ უფრო ახალისებს და აორმაგებს სასიამოვნო, დახვეწილი გარემო. აღსანიშნავია, რომ სულ ახლახანს გაფართოვდა და მთლიანად შეიცვალა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინტერიერი და ექსტერიერი, წიგნსაცავს და ელექტრონულ ბიბლიოთეკას კი უამრავი საჭირო ახალი ლიტერატურა შეემატა.

მეცადინეობისაგან განტვირთვას სტუდენტები შესანიშნავად ახერხებენ განახლებულ, კიდევ უფრო გალამაზაბულ და თანამედროვე დიზაინით მოწყობილ კაფეტერიაში.

{Gallery dir='news/01-02-2013'}


ბოლო სიახლეები