ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

21 მარტი-ჟურნალისტიკის დღე

21 მარტს ქუთაისის უნივერსიტეტი მასმედიისა და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობდა. სტუმრებს თბილი, ლამაზი და მშვიდი გარემო დახვდათ უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.

ჟურნალისტებს მიესალმა და ჟურნალისტიკის დღე მიულოცა უნივერსიტეტის რექტორმა ქალბატონმა ლელა ქელბაქიანმა. უსურვა მათ წარმატებული წინსვლა საქმიანობაში.

სტუდენტებმა საინტერესო შეკითხვები დაუსვეს სტუმრებს, რომლებიც ამჯერად რესპოდენტის როლში აღმოჩნდნენ. შეკითხვები მეტად მრავალფეროვანი და მრავალმხრივი გახლდათ და ეხებოდა როგორც მათ პროფესიულ სფეროსა და ასპექტს, ასევე პირად ცხოვრებას.

მოწვეულ ჟურნალისტებს შორის იყვნენ წარმომადგენლები სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან, რადიოებიდან, გაზეთებიდან: ტელეკომპანია „რიონი“, tv 9, მგ. tv, ტელეკომპანია „იმედი“, „მაესტრო“, „რუსთავი 2“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, გაზეთი ,, ახალი გაზეთი”, რადიო „ძველი ქალაქი“, რადიო „თავისუფლება“,გაზეთი „ალია“, ინტერპრესნიუსი, გაზეთი ,,ps”, იმერეთის მოამბე”, ჟურნალი „თვალსაზრისი“,ინფო 9.

შეხვედრის დასასრულს მოწვეულ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ

{Gallery dir='news/21-03-2013'}


ბოლო სიახლეები