26 აპრილს უნივერსიტეტის სტუდენტები შეხვდნენ ფრაიბურგის უნივერსიტეტის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, დამოუკიდებელი საგადასახადო საკონსულტაციო ფირმის მფლობელსა და კონსულტანტს - ქალბატონ დორის მარქსს, რომელმაც წაიკითხა ლექცია თემაზე - ,,საგადასახადო კონსულტანტად მუშაობა გერმანიაში.“
მიუხედავად ლექციის ცოტაოდენი პროფესიული სირთულისა, ქალბატონმა დორისმა თარჯიმანის დახმარებით შესაძლებელი გახადა მსმენელამდე საკმაოდ კარგად, დამაჯერებლად და საინტერესოდ მიეტანა სათქმელი.
საკონფერენციო დარბაზში სტუდენტებთან ერთად იმყოფებოდნენ პროფესორ-მასწავლებლებიც. მსმენელთა დაინტერესება აღნიშნული თემატიკისადმი დაადასტურა განსხვავებულმა შეკითხვებმა მომხსენებლის მიმართ.
სტუდენტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე და სურვილი გამოთქვეს მსგავსი ტიპის შეხვედრების გაგრძელების შესახებ.
{Gallery dir='news/26-04-2013'}