ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ვინ გახდება ქუთაისის უნივერსიტეტის სტიპენდიის მფლობელი

 

26 აპრილს ქუთაისის უნივერსიტეტში ჩატარდა   უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საქალაქო ოლიმპიადის-,,საუკეთესო მოაზროვნე“ მეორე დასკვნითი ტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პირველ ტურში მონაწილე სკოლებიდან ორ-ორმა საუკეთესო რეიტინგის მქონე მოსწავლემ.

ტესტირება ჩატარდა წესების სრული დაცვით, ყოველგვარი დარღვევის გარეშე. ტურის ორგანიზებულად და მობილიზებულად ჩატარების სტანდარტს კი  უზრუნველყოფდნენ დამკვირვებლები-უნივერსიტეტის აქტიური და გამორჩეული სტუდენტები.

მადლობა ოლიმპიადის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს.

ვინ იქნება ქუთაისი უნივერსიტეტის სტიპენდიის მფლობელი მომავალი სასწავლო წლის  მანძილზე, ამას სულ მალე შევიტყობთ. ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის საიტზე.

გისურვებთ წარმატებებს!


ბოლო სიახლეები