ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ფორუმ-თეატრი

 

ქუთაისის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი ამჯერად ფორუმ-თეატრის მსახიობებს მასპინძლობდა. ქუთაისში ამ ახლგაზრდული თეატრის რეჟისორი გახლავთ- მაგდა ჩიხლაძე. საერთოდ კი ფორუმ-თეატრის დამფუძნებელად ითვლება ბრაზილიელი რეჟისორი ავგუსტო ბოალი. მან სხვადასხვა ქვეყანაში დააარსა სახალხო თეატრი. წარმოდგენების მთავარი თემებია: დათრგუნვა,ზეწოლა და ძალადობა.

ახალგაზრდა მსახიობებმა- ანი თევდორაძემ, თამუნა იოსელიანმა, დარო კვარაცხელიამ, ზურა კუპრაშვილმა, თათია ნინუამ, თამარ კლიჩუკმა და გიორგი მანაგაძემ გამორჩეული მონდომებითა და ნიჭიერებით წარმოადგინეს სცენაზე ის აქტუალური პრობლემები, რომლებიც ასე მრავლადაა ჩვენს ირგვლივ.

მინისპექტაკლებმა სტუდენტების ძალიან დიდი ინტერესი და ოვაცია გამოიწვია. ისინი აქტიურად ჩაერთნენ წარმოდგენებში-თავიანთი შემოქმედებითი ნიჭი და პრობლების გადაწყვეტის  ორიგინალური და განსხვავებული ვარიანტები წარმოადგინეს სცენაზე.

{Gallery dir='news/08-05-2013'}


ბოლო სიახლეები