ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

სტუდენტთა ეროვნულ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია

 

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა;
ქალაქ ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით
2013 წლის 17-18 ივნისს აწყობს
სტუდენტთა ეროვნულ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას
თემაზე: „საქართველოს ეკონომიკის განვითარების პრობლემები, შედეგები და პერსპექტივები“

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა!

კონფერენციაში მონაწილეობისათვის აუცილებელია: კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2013 წლის 25 მაისამდე უნდა წარმოადგინონ სააპლიკაციო ფორმა, ხოლო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იქნეს 30 მაისამდე და კონფერენციის მიმდინარეობისას. 

კონფერენცია იმუშავებს ქართულ ენაზე.

ყველა წარმოდგენილი ნაშრომის ავტორს გადაეცემა მონაწილის სერთიფიკატი, ხოლო თითოეული სექციის სამ საუკეთესო მომხსენებელს შესაბამისი დონის სიგელი. კონფერენციის ორი საუკეთესო ნაშრომი გამოქვეყნდება სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალ „ეკონომიკურ პროფილში“. ასევე გამოვლინდება გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში : 1. „საუკეთესო პრეზენტატორი“; 2. „ საუკეთესო თეორიული კვლევა“; 3. „საუკეთესო პრაქტიკული კვლევა“.

კონფერენციის ჩატარების ადგილი: ქუთაისის უნივერსიტეტი.
მისამართი: ქ. ქუთაისი აკ. წერეთლის ქუჩა N13.
სააპლიკაციო ფორმა გამოაგზავნეთ [email protected]
საკონტაქტო ინფორმაცია: Tel: (+995) 557146588 თეონა არაბიძე
(+995) 598507413 ბელა ლელაძე
(+995) 598573818 გიორგი ჩიხლაძე


ბოლო სიახლეები