ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ჩვენი სტუდენტების საერთაშორისო აღიარება

 

მიმდინარე წლის 16-17 მაისს, ქალაქ დონეცკის (უკრაინა) ტურისტული ბიზნესის ინსტიტუტში გაიმართა სტუდენტთა ХV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „საკრალური ტურიზმი: ბუნებრივი, კულტურული და სასულიერო ფენომენი, როგორც რეგიონის ტურისტული ატრაქტიულობის ამაღლების საშუალება“.

კონფერენციაში მონაწილეობდა ჩვენი უნივერსიტეტის ოთხი სტუდენტი: ნინო ხურცილავა (მოხსენება რუსულ ენაზე: „საქართველოს ქალაქებში საკრალური ტურიზმის განვითარების პერსპექტივები (ქუთაისის მაგალითზე)“, ხელმძღვანელი სრ. პროფ. ნ. ჩიხლაძე), ცირა მიქაძე (მოხსენება რუსულ ენაზე: „რელიგიური ტურიზმის საფუძვლები საქართველოში“ ხელმძღვანელი ასოც. პროფ. თ. ვალიშვილი), ლია მგელაძე (მოხსენება გერმანულ ენაზე: „ტურიზმის განვითარების ტენდენციები საქართველოში“, ხელმძღვანელი ასოც. პროფ. გ. შანიძე) და დაუსწრებელი ფორმით მამუკა საღრიშვილი (მოხსენება რუსულ ენაზე: „ტურისტული ბიზნესის განვითარება, როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების განმაპირობებელი ფაქტორი“, ხელმძღვანელი ასოც. პროფ. გ. შანიძე).

ჩვენი სტუდენტები ბრწყინვალედ წარდგნენ კონფერენციაზე, მაღალი აკადემიური და ინტელექტუალური დონე წარმოაჩინეს და დამსახურებულად მოიპოვეს დიპლომები:   მათგან ნ. ხურცილავას ერგო პატივი გამოსულიყო პლენარულ სხდომაზე (მეორე საპრიზო ადგილი), ხოლო სექციურ მუშაობაში თავი გამოიჩინეს ლ. მგელაძემ (პირველი საპრიზო ადგილი) და ც. მიქაძემ (მესამე საპრიზო და სიგელი).

ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს მორიგ წარმატებას და საერთაშორისო აღიარებას!

{Gallery dir='news/22-05-2013'}


ბოლო სიახლეები