ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები.

 

10 ივნისს ჩატარდა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავჯდომარის არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სტუდენტების თითქმის 90%-მა.

წარმოდგენილი იყო ორი კანდიდატურა: დიანა ჯღარკავა(პირველი კურსი)და მამუკა საღრიშვილი(პირველი კურსი).

ხმათა უმრავლესობით არჩევნებში გაიმარჯვა დიანა ჯღარკავამ. ვულოცავთ მას ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ ბევრი საინტერესო ღონისძიების ორგანიზებას, სტუდენტების კიდევ უფრო მეტად დაინტერესებასა და აქტიურად ჩაბმას სტუდენტურ ცხოვრებაში.

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე კი თავჯდომარეობის კანდიდატებმა მოაწყვეს წინასაარჩევნო პიარ-კამპანია, რომელიც ითვალისწინებდა კულტურულ,  შემეცნებით-გასართობ  ღონისძიებებსა და სტუდენტებისათვის მათი სამომავლო გეგმების გაცნობას.

უნდა აღინიშნოს, რომ კანდიდატებმა მეგობრების დახმარებით თავი კარგად გაართვეს პიარ-კამპანიის ორგანიზებას და შედეგად მშვენიერი გასართობი, სახალისო  და შემეცნებითი პროგრამები ვიხილეთ.

იმედია, მომავალი სასწავლო წელი კიდევ უფრო საინტერესო და მრავლისმიმცემი იქნება ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის  თვითმმართველობის ახალ თავჯდომარესა და წარმომადგენლებთან ერთად.


ბოლო სიახლეები