ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ფოლკლორული ფესტივალი

 

უნივერსიტეტის ფოლკლორული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,აფხაზეთი“ (ქორეოგრაფი-არმაზ ყიფიანი, პროდიუსერი-ზაზა ყიფიანი) ახლახანს დაბრუნდა საგასტროლო ტურნედან. მოცეკვავეები იმყოფებოდნენ   ფესტივალზე-,,კულტურისა და ხელოვნების ტარტუკ ემრეს ინტერნაციონალური შეხვედრა“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, სლოვაკეთის, მაკედონიისა და თურქეთის ფოლკლორულმა კოლექტივებმა. ფესტივალი გაიხსნა  ქალაქ ნალიჰანში, შემდეგ კი მონაწილეებს გამოსვლები ქონდათ ქალაქ სარიარში და ჩაირჰანში.

მიუხედავად ანკარასა და სტამბულში განვითარებული მოვლენებისა ფესტივალი ჩატარდა მაღალი სტანდარტებით. ანსამბლ ,,აფხაზეთის“ ყოველ გამოსვლას კი განსაკუთრებული ოვაციით ხვდებოდა მაყურებელი. მათი  ორიგინალური სტილი და შესრულების განსაკუთრებული მანერა აღინიშნა ადგილობრივი პრესითა და ტელევიზიით. ორგანიზატორების მხრიდან  ფესტივალი დატვირთული იყო სხვადასხვა გასართობი და კულტურული პროგრამებით.

ანსამბლი უკვე საქართველოში დაბრუნდა და განაახლა მუშაობა. მოცეკვავეები აქტიურად ემზადებიან კიდევ ერთი გასტროლისათვის.

ვუსურვოთ მათ შემდგომი წარმატებული ტურნე.

{Gallery dir='news/11-07-2013'}


ბოლო სიახლეები