ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

გელათი,ბაგრატი,მოწამეთა,სათაფლია

 

ქუთაისის უნივერსიტეტის ადგილობრივი გრანტით მოპოვებული პროექტით-,,ტურისტული პროდუქტის ფორმირება“,რომლის უშუალო ხელმძღვანელები გახლავთ  ნინო ხაზარაძე-ასოც.პროფესორი(,,ბიზნესის ადმინისტრირება“-ტურიზმი), გოდერძი შანიძე-ასოც.პროფესორი(,,ბიზნესის ადმინისტრირება“მენეჯმენტი) და  ვაჟა გურაბანიძე-ასოც.პროფესორი(,,ეკონომიკა“) განხორცილელდა პირველი ყველაზე ახლოს მდებარე და მოთხოვნადი პროდუქტების ფორმირება და საექსკურსიო მარშუტის გაწერა. ესენი გახლავთ: გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი და სათაფლია.

უახლოეს მომავალში  დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში რამდენიმე  ტურისტული პროდუქტის ფორმირება და განხორციელება.

პროექტის ხელმძღვანელებთან აღნიშნულ სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდნენ ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები.

უნივერსიტეტში სტუდენტური პრაქტიკის უკეთ და ხარისხიანად ორგანიზებისათვის უახლოეს მომავალში ფუნქციონირებას დაიწყებს ტურისტული სააგენტო, რომლისთვისაც უნივერსიტეტმა უკვე შეიძინა კარვები, საძილე ტომრები და კიდევ სხვა მრავალი საჭირო ინვენტარი.

{Gallery dir='news/11-07-2013-2'}


ბოლო სიახლეები