ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ჩვენი დიდი ტკივილი

 

ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორატი, ადმინისტრაცია, თანამშრომლები, სტუდენტური თვითმმართველობა დიდ გულისტკივილს გამოვთქვამთ გოჩა ლომთაძის გარდაცვალების გამო...

გოჩა ლომთაძე, ლომთა, ჩვენი ფელინი... ასე ვეძახდით მას ყველანი.  ქუთაისის უნივერსიტეტის სპორტული და კულტურული ცენტრის თანამშრომელი, აუდიო–ვიდეო სტუდიის ხელმძღვანელი. ბოლო წლებში უნივერსიტეტის კულტურული და სანახაობრივი ღონისძიებების თანაავტორი, ჩვენი უნივერსიტეტის ჰიმნისა და კლიპის ავტორი, საოცრად დახვეწილი და გემოვნებიანი მუსიკოსი, ხელოვანი, თბილი და ერთგული მეგობარი... უბრალოდ, ჩვენი ფელინი.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, მშობლებს, მეუღლეს, შვილებს, სამეგობროს... ნათელში იყოს მისი ლამაზი და ფაქიზი სული.

გოჩა ლომთაძე ყოველთვის იქნება დაკავშირებული ჩვენი უნივერსიტეტის სახელთან, როგორც ჩვენი ფელინი



ბოლო სიახლეები