ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

პოლონეთის ქალაქ პოზნანის ვიცე-მერი უნივერსიტეტს სტუმრობდა

 

3 ოქტომბერს ქუთაისის უნივერსიტეტს სტუმრობდა პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ პოზნანის ვიცე-მერი ბატონი დარიუს იავორსკი, რომელიც  კურირებს ახალგაზრდებში განათლების, სპორტისა და კულტურის განვითარების სფეროებს. ვიზიტის მიზანი გახლდათ ბატონი დარიუსის დაინტერესება, ადგილზე გაცნობოდა არამარტო საუნივერსიტეტო განათლების სისტემას, არამედ უფრო ღრმა და ამომწურავი ინფორმაცია მიეღო ქუთაისის უნივერსიტატში მიმდინარე აქტიური კულტურული და სპორტული ცხოვრების შესახებ, გაცნობოდა სიახლეებით გამორჩეულ ახალ  პროექტებსა და გეგმებს.

ვიცე-მერმა ყურადღებით  დაათვალიერა უნივერსიტეტის სასწავლო აუდიტორიები, კომპიუტერული კლასები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი. მან დიდი სურვილი გამოთქვა სამომავლო ურთიერთობების გაგრძელების შესახებ- ქალაქ პოზნანის სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტსა (WSUS) და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარების მიზნით.

მეგობრული და საქმიანი შეხვერდის დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა- ქალბატონმა ლელა ქელბაქიანმა სტუმარს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

{Gallery dir='news/03-10-2013'}


ბოლო სიახლეები