ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

არასამთავრობო ორგანიზაცია AIESEC

 

3 ოქტომბერს უნივერსიტეტის საკონფერენციო  დარბაზში სტუდენტები შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია AIESEC-ის საქართველოს წარმომადგენლებს. ეს ორგანიზაცია 2006 წლიდან არსებობს და უკვე მსოფლიოს 130 ქვეყანაში ფუნქციონირებს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ ორგანიზაციის წევრები, მენეჯერები და მოხალისეები მხოლოდ სტუდენტები ან უნივერსიტეტის ახლადკურსდამთავრებულები არიან. მათი მაქსიმალური ასაკი 30 წელია. ამრიგად, ორგანიზაცია საკმაოდ ახალგაზრდულია. ორგანიზაცია ეხმარება სტუდენტებს საერთაშორისო კონფერენციებსა  და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღებაში. პრეზენტაციამ წარმატებულად ჩაიარა.

აღსანიშნავი იყო პირველკურსელთა დიდი აქტივობა და დაინტერესება.

{Gallery dir='news/04-10-2013'}


ბოლო სიახლეები