ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა

 

ეს პროგრამა განკუთვნილია საქართველოში მცხოვრები მაგისტრანტი და დოქტორანტი სტუდენტების სტაჟირების დასაფინანსებლად რომლებიც საჯარო ადმინისტრირების, სახელმწიფო მართვის, პოლიტიკური მეცნიერებების, ეკონომიკის და სხვა მონათესავე სფეროების მიმართულებით სწავლობენ.

სტაჟირების თანხა: $250 თვეში

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე

საბუთების მიღება: ღია (ყოველი თვის ბოლო პარასკევი)

სტაჟირების ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 6 თვემდე. სტაჟირების გავლა შესაძლებელია წამყვან ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებში ან საჯარო უწყებებში. სტაჟიორებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ საჯარო პოლიტიკის კვლევაში ან/და ფაქტებზე დამყარებული ადვოკატირების კამპანიის განხორციელებაში. სტაჟირებები, რომელთა უდიდესი ნაწილი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას ეთმობა, არ დაფინანსდება. სტაჟირების გავლა შესაძლებელია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. აპლიკანტებს რეგიონებიდან მიენიჭებათ უპირატესობა.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრანტ და  დოქტორანტ სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად სწავლობენ უმაღლეს სასწავლებლებში ან ცოტა ხნის წინ დაასრულეს სწავლა, და ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტებს, რომლებიც მაგისტრატურაზე აპირებენ სწავლის გაგრძელებას. სასურველია, რომ სტუდენტებმა სტაჟირებაში აკადემიური კრედიტები მიიღონ. უპირატესობა სწორედ იმ აპლიკანტებს მიენიჭებათ, რომელთაც ეს საკითხი უმაღლეს სასწავლებლებთან წინასწარ ექნებათ შეთანხმებული.

სამოქალაქო პასუხისმგებლობის ხელშეწყობა: EWMI G-PAC-ის მოთხოვნაა, რომ ანაზღაურებადი სტაჟირების დასრულების შემდეგ სტაჟიორმა მინიმუმ ერთი თვე დაუთმოს EWMI G-PAC-ის მიერ დაფინანსებულ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას და საჭირო დახმარება გაუწიოს მას. ოცმა სტაჟიორმა უკვე გამოთქვა სურვილი, უფასოდ დაეხმაროს როგორც თბილისში, ისე რეგიონში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას.

სტაჟირების შედეგად მიღებული გამოცდილება ზრდის დასაქმების შანსს: 2011-2013 წელს EWMI G-PAC-ის დაფინანსებით თორმეტი უმაღლესი სასწავლებლის 82 სტუდენტმა გაიარა სტაჟირება. სტუდენტების 58% დასაქმებულია, მათგან 47% იმავე დაწესებულებაში დასაქმდა, სადაც სტაჟირებას გადიოდა. იმის გათვალისწიენბით, რომ სტაჟირების პროგრამა როგორც სტაჟიორებმა, ისე მათმა მასპინძელმა ორგანიზაციებმა დადებითად შეაფასეს, EWMI G-PAC-მა გადაწყვიტა, გაზარდოს ამ პროგრამის დაფინანსება და მომავალ წელს უფრო მეტ სტუდენტს მისცეს ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობა.

სტაჟიორები ახალ კავშირებს ამყარებენგაფართოებაში ეხმარება. ამ მიზნით ის სტაჟიორებისათვის გამოყოფს ფართს, სადაც მათ შეუძლიათ შეხვდნენ ერთმანეთს და ითანამშრომლონ ერთობლივი ინიციატივების განსახორციელებლად. გარდა ამისა, EWMI G-PAC-ი მათ იწვევს სხვადასხვა უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან შეხვედრებსა და საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ამით მათ ეძლევათ შანსი, მოისმინონ და მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოს წამყვანი ანალიტიკოსებისა და პრაქტიკოსების ლექციებში.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • G-PAC-ის საგანაცხადო ფორმა;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • ოფიციალური წერილი არასამთავრობო ორგანიზაციიდან ან საჯარო უწყებიდან, რომლითაც ორგანიზაცია/უწყება ადასტურებს, რომ დაფინანსების შემთხვევაში მიიღებს სტაჟიორს; წერილში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი სამი ან ოთხი საჯარო პოლიტიკის კვლევასთან ან/და ფაქტებზე დამყარებული ადვოკატირების კამპანიასთან დაკავშირებულ ვალდებულება;
  • პირადობის მოწობის ასლი (ორივე მხარე).

საგანაცხადო ფორმები მიიღება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე, თუმცა, ინგლისური უკეთესია. სტაჟირების განმავლობაში EWMI G-PAC-ისთვის ანგარიშის წარდგენა მოხდება მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ან G-PAC-ის ვებ-გვერდზე www.ewmi-gpac.org ან EWMI G-PAC-ის ოფისში (მარჯანიშვილის ქ. #5, მესამე სართული), სამუშაო საათების განმავლობაში 9:00 – 17:00 საათამდე. კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით მარიამ ვარდანაშვილს, პროგრამის კოორდინატორს, ელ. ფოსტით [email protected] ან ტელეფონით (32) 20 24 44 შიდა:104.. საბუთები გაუგზავნეთ მარიამ ვარდანაშვილს ელ. ფოსტით ან ამობეჭდილი (მარჯანიშვილის ქ. 5, მესამე სართული, თბილისი, საქართველო).


ბოლო სიახლეები