ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

 

26-27 ოქტომბერს ქუთაისის უნივერსიტეტში ჩატარდა ტრადიციული საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე “სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და ინფორმატიზაციის თანამედროვე პრობლემები: ახალი გამოწვევები და პერსპექტივები“.

კონფერენციაში მონაწილეობდა 7 ქვეყნის (გერმანია, პოლონეთი, უკრაინა, ბელორუსი, რუსეთის ფედერაცია, მოლდოვა, საქართველო) 35 უნივერსიტეტი და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.

 

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა ქუთაისის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფესორი კახა გაბელაშვილი. მან სტუმრებს გააცნო კონფერენციის დღის წესრიგი და მუშაობის ძირითადი მიმართულებები. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა აგრეთვე კობლენც-ლანდაუს (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორმა სერგეი ჩერნიშენკომ.

კონფერენციის პლენარულ სხდომაზე კოლეგების წინაშე წარდგნენ პრაღის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი ერჯლიკ ჯაირი (მოხსენება: მცირე აგრო-ბიზნესის განვითრების ეკონომიკური, სოციალური და საკანონმდებლო კონტრასტების შეფასება იმერეთის რეგიონში“), ქუთაისის უნივერსიტეტის სრული პროფესორი იოსებ არჩვაძე (მოხსენება: „პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკები დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (1990-2012 წწ.)“ და  ეროვნული სამთო უნივერსიტეტის (უკრაინა) ასოც. პროფესორი ვსევოლოდ ჩერნიშენკო (მოხსენება:საუნივერსიტეტო მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემის აგების ანალიზი: ეროვნული სამთო უნივერსიტეტის გამოცდილება“.

 

პლენარული სხდომა სექციებში მუშაობით გაგრძელდა. კონფერენციაში მონაწილეობისათვის კონფერენციაზე სულ  წარმოდგენილი იყო 83 მოხსენება. გამოიცა და მონაწილეებს დაურიგდა კონფერენციის შრომათა კრებული. ნაშრომების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ყველა მოხსენებას დაერთვის სრულყოფილი ინგლისურენოვანი თარგმანი.

 

კონფერენციაში საქართველოს ბევრი უმაღლესი სასწავლებელი იყო წარმოდგენილი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრაქტიკოს-ექსპერტთა მონაწილეობა მათ მიერ აღქმული საკითხები სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და ინფორმატიზაციის თანამედროვე პრობლემატიკის კონტექსტში.

 

კონფერენციის მეორე დღე მუშაობის შედეგების შეჯამებას და უცხოელ სტუმართათვის კულტურულ პროგრამას დაეთმო.

{Gallery dir='news/28-10-2013'}


ბოლო სიახლეები