ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

წიგნის - ,,მწვანე ზარდახშა“ პრეზენტაცია.

 

2 ნოემბერს ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა ქუთაისის უნივერსიტეტის პიარ-მენეჯერის -ქალბატონ ელისო ქაროსანიძის შემოქმედებითი საღამო და წიგნის - ,,მწვანე ზარდახშა“ პრეზენტაცია.

შემოდგომის წყნარი, თბილი და მზიანი დღის განწყობა სუფევდა მსმენელით სავსე დარბაზშიც. სცენაზე იდგა პოეტი ქალბატონი და მისეული ფორიაქჩამალული, სევდამიჩქმალული  სიმშვიდითა და სიდარბაისლით კითხულობდა ამონარიდს ახალი წიგნიდან....

,,მწვანე ზარდახშის“ მრავალფეროვანი პერსონაჟები სცენაზე გააცოცხლეს  ლადო მესხიშვილის სახელობის თატრის ნიჭიერმა მსახიობებმა.

შეხვედრის დასასრულს იყო გულთბილი მილოცვები, შეფასებები, ყვავილებისა და სიყვარულის ზღვა.

ვუსურვებთ ქალბატონ ელისოს მორიგ შემოქმედებით წარმატებებს.

{Gallery dir='news/04-11-2013'}


ბოლო სიახლეები