ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

„TEMPUS“-ის პროექტის „ERASMUS +“-ის საინფორმაციო დღე კაუნასში

 

2013 წლის 24-25 ოქტომბერს, კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (ლიტვა), მივლინებით იმყოფებოდა ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, ქალბატონი ლელა ქელბაქიანი, სადაც მიმდინარეობდა ევროკომისიის საგანმანათლებლო პროგრამის „TEMPUS“-ის პროექტის „ერაზმუს+“-ის საინფორმაციო დღე აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის.  

 

„ერაზმუს +“ არის ევროკავშირის ახალი პროგრამა განათლების, სწავლების, ახალგაზრდულ და სპორტის დარგებში, რომელიც  შემოთავაზებულია ევროკომისიის მიერ 2011 წლის 23 ნოემბერს. წინადადება აღნიშნულის შესახებ, ამჟამად,  განიხილება  საბჭოსა (28 წევრი ქვეყანა) და ევროპარლამენტის მიერ, რის შედეგად მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება.

 

დაწვრილებითი იმფორმაციისათვის იხილეთ:

 

http://www.infodaykaunas.com/

http://www.youtube.com/watch?v=jmW7a49ahOE&feature=share


ბოლო სიახლეები