ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

წინასაახალწლო ღონისძიებები ქუთაისის უნივერსიტეტში

 

წინასაახალწლო ღონისძიებები ქუთაისის უნივერსიტეტში გრძელდება: 24 დეკემბერს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ტრადიციად ქცეული საახალწლო კარნავალი გაიმართა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების პატარებისათვის.

ლამაზად მორთული დარბაზი სავსე იყო თვალებგაბრწყინებული ბავშვებით, სტუდენტებითა და თანამშრომლებით.

სცენაზე პატარებთან ერთად მღეროდნენ და ცეკვავდნენ სხვადასხვა ზღაპრის  გმირები. მათი მხიარული სიცილი, შეძახილები და საზეიმო განწყობა   უფროსებსაც გადაედო და  მთელ დარბაზში იგრძნობოდა საახალწლო განწყობა.

დასასრულს, თოვლის ბაბუამ დამდეგი ახალი წელი მოგვილოცა და ბავშვებს მათთვის მომზადებული ტკბილეული და საჩუქრები ჩამოურიგა.

დეკემბრისათვის  დაგეგმილი კულტურულ-გასართობი ღონისძიებები ჯერ არ დასრულებულა, წინ კიდევ ერთი  არაჩვეულებრივი და სიურპრიზებით სავსე დღე  გველოდება: სტუდენტური თვითმმრთველობა 26 დეკემბერს გრანდიოზულ კარნავალს აწყობს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორ-მასწავლებლებისათვის.

{Gallery dir='news/26-12-2013'}


ბოლო სიახლეები