ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

27 იანვარი-ნინოობის ბრწყინვალე დღესასწაული.

 

27 იანვარს-ნინოობის ბრწყინვალე დღესასწაულზე ქუთაისის უნივერსიტეტი  ბევრ ნინოს მასპინძლობდა ერთად. ლიტერატურულ სალონში შეკრებილ სტუმრებს სტუდენტებმა შეთავაზეს წმინდა ნინოს ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი  დოკუმენტური ფილმი -  კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი ისტორიას.

ლიტერატურულ საღამოზე  გაჟღერდა  ქართველი პოეტების წმინდა ნინოსადმი მიძღვნილი ლექსები. უნივერსიტეტის სტუდენტებმა ასევე წარმოგვიდგინეს საკუთარი ლექსები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისათვის  შექმნეს.

უნივერსიტეტის საპატიო სტუმრები ქალაქის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ნინოები გახლდათ. მათი დასაქმების სფერო მეტად მრავალფეროვანია.სტუდენტებმა შეკრებილ ნინოებს დაუსვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები. თითოეულმა მათგანმა მოკლედ მოგვითხრო თავიანთი საქმიანობის შესახებ.

მოწვეულ სტუმრებთან ერთად ლიტერატურულ სალონში იმყოფებოდნენ ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტი ნინოები და რექტორის მოადგილე- ქალბატონი ნინო ხაზარაძე.

შეკრების დასასრულს ყველა ნინოს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები.


ბოლო სიახლეები