ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

,,სიბერის ჟამს ნუ მიმატოვებ''

 

ქუთაისის უნივერსიტეტში  სტუდენტური დღეებისათვის მზადება უკვე დაიწყო: უნივერსიტეტში წარმოდგენილი კულტურული  ღონისძიებები ერთგვარი რეპეტიცია გახლავთ იმისა, რომ აპრილ-მაისის თვეში დაგეგმილ სტუდენტურ დღეებზე  საქართველოს სხვა უნივერსიტეტებთან ერთად ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმატებულად წარმოაჩინონ თავიანთი ნიჭი და თვითშემოქმედება.

მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრებმა ორიგინალურად და განსხვავებულად მიულოცეს უნივერსიტეტის თანამშრომელ ქალბატონებსა და სტუდენტ გოგონებს დედათა და ქალთა დღე. მან-სან-კან-ელებმა დარბაზი საინტერესო პროგრამითა და ჯანსაღი იუმორით აავსეს, რასაც მაყურებლის მხრიდან ოვაცია და მხიარული განწყობა მოყვა.

თეატრალურმა დასმა კი წარმოადგინა სპექტაკლი - "სიბერის ჟამს ნუ მიმატოვებ", რომლის დამდგმელი რეჟისორია ზაზა ლეჟავა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: კახა გალუმოვი, ირაკლი ყიფიანი, ლელა ხურცილავა, ლიკა სალუქვაძე, ავთანდილ ცნობილაძე, ენგული შალამბერიძე, ნათია გენძეხაძე, ბუხუტი კიკვაძე. სპექტაკლი საინტერესო და აქტუალურია თავისი თემატიკით. მოყვარულმა მსახიობებმა არაჩვეულებრივი შესრულების დონე და მანერა აჩვენეს.

უნივერსიტეტის თეტრალური დასი მიწვეულია მოსწავლე და სტუდენტ მოყვარულთა თეატრების ფესტივალზე, რომელიც 22 მარტს გაიმართება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსში  თეატრ-სტუდია  ,,მოდინახე“-ში.

წარმატებებს ვუსურვებთ ახალგაზრდა სცენისმოყვარულებს!

{Gallery dir='news/21-03-2014'}


ბოლო სიახლეები