ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

დასუფთავების აქცია ქალაქში.

 

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები ყოველთვის აქტიურად იღებენ მონაწილეობას ქალაქის მიერ მოწყობილ სხვადასხვა აქციებსა და ღონისძიებებში.  ახალგაზრდებმა სურვილი გამოთქვეს შეერთებოდნენ დასუფთავების მორიგ აქციას, რომელიც მიეძღვნა წყლის დაცვის საერთაშორისო დღეს და რომელიც მოეწყო
პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო“ფარგლებში.  
აქციას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან კიკრიტაძე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეუერთდნენ და რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

,,ქალაქში ლამაზი ხედები და სკვერები გვაქვს,ამიტომ ყველამ უნდა ვეცადოთ დავასუფთავოდ და მოვუაროდ. აღნიშნულ აქციებს რეგულარულად ვატარებთ“-განაცხადა შოთა მურღულიამ.

{Gallery dir='news/24-03-2014-1'}


ბოლო სიახლეები