ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

დოქტორანტთა მიღება უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხურზე

 

2014  წლის 20  ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე ცხადდება დოქტორანტთა მიღება უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხურის შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე: "ფინანსები" და "ეკონომიკა"

 

 

დოქტორანტურაში მიღება განხორციელდება ქუთაისის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულების შესაბამისად.

 

 

სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მინიმალური მოთხოვნებია: მაგისტრის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული ერთსაფეხურიანი სწავლების დიპლომი ეკონომიკაში/ბიზნესის ადმინისტრირებაში. პროგრამაზე შემოსვლა შეუძლიათ, ასევე, შესაბამისი უმაღლესი განათლების არმქონე სპეციალისტებს, რომელთათვისაც სავალდებულოა მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხი და არანაკლებ 2-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ეკონომიკის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

 

 

დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური, გერმანული  ან ფრანგული  ენების B2 დონეზე ცოდნა (B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე კონკურსანტები თავისუფლდებიან უცხო ენაში მისაღები გამოცდისაგან).

 

 

სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი, რომელსაც უნდა ერთვოდეს:

 

- განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);

- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ასლი;

- სამხედრო მიწერის მოწმობა (ვაჟებისათვის);

- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი

დიპლომის დედანი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (განსხვავებული სპეციალობის პრეტენტდენტებისათვის ეკონომიკის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით 2-წლიანი პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ამონაწერი შრომის წიგნაკიდან;

-     სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის

მქონე მეცნიერ-სპეციალისტის სარეკომენდაციო წერილი;

- სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შრომები,

კონფერენციებში მონაწილეობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში;

- განმცხადებლის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ იგი არ ირიცხება სხვა

საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში;

- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;

-  ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4;

- ერთი სამეცნიერო პუბლიკაცია, გამოქვეყნებული იმ ეროვნულ რეფერირებად ჟურნალებში, რომელთა ჩამონათვალს ცნობს ქუთაისის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო ქუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.

 

გამოცდა უცხო ენაში ტარდება წერითი, ხოლო სპეციალობაში - ზეპირი ან წერითი ფორმით. კონკურსანტის შეფასება ხდება 100-ქულიანი სისტემით. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი: უცხო ენაში   - 51  ქულა, სპეციალობაში - 60 ქულა.

 

დოქტორანტურაში მისაღები გამოცდა უცხო ენაში  ჩატარდება 2014  წლის  22 დეკემბერს, ხოლო სპეციალობაში 26 დეკემბერს.

 

 

 

სააპლიკაციო ფორმა

 

საგამოცდო საკითხები საგანში:

„ფინანსები, ფულის მიმოქცევა და კრედიტი“

„ეკონომიკსი“

 

საგამოცდო ტესტების ნიმუშები:

გერმანული ენის ნიმუში

ინგლისური ენის ნიმუშები (123)


ბოლო სიახლეები