ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ახალი მონოგრაფია

 

ჩვენი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორმა მირზა ხიდაშელმა გამოსცა მონოგრაფია სახელწოდებით „საქართველოს საფინანსო სისტემის განვითარების პერსპექტივები პოსტკრიზისული გამოწვევების ფონზე“.

ნაშრომში განხილულია ეკონომიკურ ზრდაზე საფინანსო სისტემის ზემოქმედების შესაძლებლობები, საფინანსო სისტემების ტიპები და მათი თავისებურებები, გაანალიზებულია თანამედროვე გლობალური ფინანსური კრიზისის მიზეზები, შედეგები და გამოწვევები. შესწავლილია საქართველოში საფონდო ბირჟის განუვითარებლობის მიზეზები და შემუშავებულია მათი დაძლევის გზები. ნაშრომში ასევე შესწავლილია საქართველოს საბანკო სისტემაში გამოკვეთილი ტენდენციები, ეკონომიკაში მათი ინტეგრაციის ხარისხი და მოცემულია სათანადო რეკომენდაციები.

ამდენად, ნაშრომი დიდ სარგებლობას მოუტანს მეცნიერ-მკვლევარებს, პრაქტიკოსებს და ამ პრობლემებით დაინტერესებულ მკითხველს.

{Gallery dir='news/20-11-2014'}


ბოლო სიახლეები