ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

გალაკტიონობა

 

17 ნოემბერს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა დასავლეთ საქართველოს სხვა მრავალ საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სოფელ ჭყვიშში- გალაკტიონის სახლ-მუზეუმში მოწყობილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართა მხატვრული კითხვის კონკურსი.

აღნიშნული ღონისძიების დასრულების შემდეგ ახალგაზრდებმა დაათვალიერეს მუზეუმის შემოგარენი;  შემოდგონის სურნელით გაჟღენთილ ამ მზიან და ლამაზ დღეს, თავიანთ სტუდენტურ ცხოვრებას კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი შემატეს -  კოცონის ირგვლივ, სახელდახელო ვახშამთან ერთად გამართეს პოეზიის საღამო.

ადგილობრივებს დიდხანს ესმოდა მათი ლექსები,მხიარულება, სიმღერა და გიტარის ჰანგები.


ბოლო სიახლეები