ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ახალგაზრდების გულწრფელი დახმარება ჟენია ჯიშკარიანს

 

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები ყოველთვის გამოირჩევიან საქველმოქმედო აციებში აქტიური ჩართულობით. ამის ერთ-ერთი მაგალითი დღევანდელი საქველმოქმედო აქცია გახლდათ სოფელ გუმათში: ახალგაზრდებმა სურსათი, აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთები, ხილი და ტკბილეული მიუტანეს მოხუც ქალბატონს. უნივერსიტეტის რექტორატმა კი ფულადი დახმარება გაუწია მარტოხელა და შეჭირვებულ ადამიანს.

ჟენია ჯიშკარიანი 87 წლისაა,  არ გააჩნია  სახლ-კარი და ვაგონში ცხოვრობს; არის მარტოხელა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, არ ჰყავს შვილები და ნათესავები.

ქალბატონმა ჟენიამ უდიდესი პატივისცემა და მადლიერება გამოხატა აქციის მონაწილეების მიმართ.

სტუდენტებმა გადაწყვიტეს კიდევ ესტუმრონ მოხუცებულს და დაეხმარონ შეშითა და აუცილებელი პირობების მოწესრიგებით.


ბოლო სიახლეები