ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ქვეყანას კიდევ ერთი კვალიფიციური ნაკადი შეემატა

 

ქუთაისის უნივერსიტეტმა ტრადიციას არც წელს უღალატა და 8 დეკემბერს    საზეიმო გარემო კვლავ შეიქმნა ლადო მესხიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში: უნივერსიტეტის 2013-2014 წლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ დიპლომები.

დარბაზი სავსე იყო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებით, კურსდამთავრებულებით, და არამარტო წლევანდელი:  ღონისძიებაზე  თავი მოიყარეს უნივერსიტეტის წინა წლების კურსდამთავრებულებმაც.

დარბაზში იმყოფებოდნენ სტუმრები ქალაქის თვითმმართველობიდან, საკრებულოდან,  ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლებიდან, სამედიცინო დაწესებულებებიდან, საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორებიდან.

დამსწრე  საზოგადოებას მიესალმა და წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა უნივერსიტეტის დამფუძნებელმა-ქალბატონმა ლელა ქელბაქიანმა.

ქუთაისის უნივერსიტეტს წარმატებები უსურვეს ქალაქ ქუთაისის მერმა-ბატონმა შოთა მურღულიამ და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ-ბატონმა დავით დვალმა.

კურსდამთავრებულთა სახელით შეკრებილებს მიესალმა და უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადა საბაკალავრო პროგრამის წლევანდელმა კურსდამთარებულმა-ლელა ხურცილავამ. ამაღელვებელი და თბილი ვიდეო- მისალმებები მივიღეთ ჩვენი სტუდენტებისაგან, რომლებიც ამჟამად გაცლითი პროგრამებით ევროპის სხვადასხვა უნიერსიტეტებში იმყოფებიან.

პროგრამის მეორე ნაწილი კი ბევრისათვის საყვარელ მომღერალს-ქალბატონ ნატო გელაშვილს დაეთმო. მასთან ერთად ცეცხლოვანი ცეკვებით საღამო გაალამაზეს ქუთაისის ფოლკლორის ცენტრის ნორჩმა მოცეკვავეებმა.

საზეიმო კონცერტის კულმინაცია და მეტად ამაღელვებელი ფინალი კი გახლდათ ნატო გელაშვილისა და კურსდამთავრებულების ერთობლივად შესრულებული სიმღერა.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ყველას უნივერსიტეტის დასრულებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!

{Gallery dir='news/08-12-2014'}


ბოლო სიახლეები